საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინელი ჟურნალისტის სავიკ შუსტერის განცხადებას ეხმიანება.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ხდება აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული “მაიდანის” ჩავარდნის შემდეგ, რათა როგორმე აიყოლიონ ქართული საზოგადოება.
„ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
რა გეგმაც ჰქონდა ჩაფიქრებული გლობალური ომის პარტიას და მის უკრაინულ ფილიალს, კვლავ თავიდან „ამოიქოქა“. არავის გეგონოთ არახამიას გუშინდელი გამოჩენა, ქართული პოლიტიკის კონტექსტში და დღეს ეს ჟურნალისტი ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, დამთხვევა და მათი უბრალო მოსაზრებაა…
არა, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული “მაიდანის” ჩავარდნის შემდეგ,
იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება”, – წერს ქადაგიძე “ფეისბუკში”.