„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის განცხადება.
მისივე თქმით, „გოცირიძის“ მეტროს სამუშაოები დასრულებულია.
„მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება“.
ცნობისთვის: ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის – ლაშა ფარულავას განცხადებით, „ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის“.