„მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას. თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ცხადია, რომ აქვთ დაპირისპირება. ეს თვალნათელია და გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება და ვნახოთ, რა როგორ იქნება“, – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ – ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.