“აი,ესეც თქვენი ფსევდო რუსული კანონი. ამ კანონს რუსულთან არანაირი კავშირი არ ქონდა” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე სტუდენტი ანასტასია ფუტკარაძე.
“რუსულ კანონს კანადაში იღებენ?
ამერიკა, ავსტრალია, ისრაელი და ეხლა უკვე კანადა… მეგობრებო, კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
აი ესეც თქვენი ფსევდო რუსული კანონი. ამ კანონს რუსულთან არანაირი კავშირი არ ქონდა.
ესეც კანადელი ლიბერალები, ტრუდოს პარტია. დავიჯერო ,,რუსულ კანონს” იღებენ? იმათმაც ვერ გაიგეს? კანადელი ხალხი გავა და იტყვის, რომ რუსულ კანონს ასაღებენ მათზე? თქვენ არ გიჩნდებათ კითხვები რისთვის იდექით და რისთვის ყვიროდით ეს დღეები? ვისი გავლენის ქვეშ მოექეცით?
როგორ მინდა, რომ საქართველოში მართლა ყველა მხარეს გულწრფელად უნდოდეს ევროპა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ევროკავშირის დროშას არ ეფარებოდეს!” – წერს ფუტკარაძე.