„ძაან ტეხავს როცა შეცდომაში შეგყავს საზოგადოება! მოღალატე ნაცქაჯები იქეთ იყვნენ და ლექტორობაზე პრეტენზიების მქონე არსებებზე (სხვანაირად ვეღარ ვუწოდებ) მაქვს აქცენტი. Guys, ტეხავს!” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნის თაობაზე.
“კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
ამაზე კანადაშიც იქნება დაპირისპირება, ოღონდ ისეთი გოიმობა არა, რაც აქაა!
ლექტორებო, მაინც არ გრცხვენიათ? მე კი ყველგან შეგარცხვენთ საჯაროდ.“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.