საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუკის” გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
“კანადური კანონპროექტის ერთი ეგზემპლარი მომაწოდეთ გეთაყვა, წავიკითხავ და მაშინვე დაგიბრუნებთ”, – წერს ჯაღმაიძე “ფეისბუკის” გვერდზე.
ცნობისთვის: კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნას აპირებენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს – მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.