„კანონის უზენაესობა შერჩევითად და შერჩევითი სამართალი შეერთებულ შტატებში ჩვეულ მახინჯ მოვლენად იქცა. ზაზა შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია მის მორიგ შეფასებებში – კრიმინალი კეზერაშვილის დაკავება რომ ნდომებოდათ ამერიკელ “პოლიციელ-მორალისტებს”, აქამდე დაატუსაღებდნენ. თუმცა, სადაც აბრამოვიჩის ფინია, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ვენაში ხვდება აშშ-თვის ძებნილ ოლიგარქს, დმიტრო ფირტაშს, აღარაფერია გასაკვირი“, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„ფაქტია, რომ კრიმინალი კეზერაშვილი სჭირდებათ საქართველოში მორიგი უშედეგო არეულობის მოსაწყობად. მიაღწევენ ამ ბინძურ აფერას? ცხადია, ვერ.
აცდენილნი არიან ამერიკელი სამოქალაქო და სამხრეებიანი ანალიტიკოსები ქართველი ხალხის მაჯისცემის გაგებას“, – აღნიშნავს აბაშიძე.

გაზიარება