“კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება”, – განაცხადა ადგილობრივ მედიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

„საქართველომ და უკრაინამ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყეს. მათ ჰყავდათ მთავრობები, რომლებმაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტად აქციეს. იძულებულები ვართ, დავეწიოთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა მოლდოვის მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება