“ეს სქრინი ასახავს „ნაცმოძრაობის“ კამპანიის სიყალბეს,”- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ევროპის სახალხო პარტიის” ინიციატივას, ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნის შესახებ.
“ახლა მიმდინარე საინფორმაციო ომში და რადიკალური ოპოზიციის ყალბი ნარატივის გადანგრევაში ყველა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ის წვლილი, რაც შეგვიძლია. ეს სქრინი (ლინკს კომენტარში დავდებ ) ასახავს ნაცმოძრაობის კამპანიის სიყალბეს. კანონს უწოდებენ რუსულს, რომელსაც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ინიცირებით განიხილავენ. ევროპარლამენტში ამერიკულია და საქართველოში რუსული? ვის აბოლებთ თქვე მანქურთებო”, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ნიკოლეიშვილი.
