“კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.


„როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით თითქოს ხაზი ესმევა ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება