“კასიანოვი ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების “დამსახურებით” ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება”, – წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც შაქარიშვილი წერს, საინტერესოა, ამ განცხადებამდე ერთ უკრაინელს მაინც თუ ჰკითხა აზრი, თუ იცის მათი ყოფის შესახებ?!

“როგორ გრძნობენ თავს საქართველოში და როგორ თანაცხოვრობენ ქართველებთან?! კმაყოფილები არიან თუ არა, უმოკლეს ვადებში უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილი სკოლებით, მიწოდებული სამედიცინო სერვისებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით, ხალხის მხრიდან გულწრფელი სოლიდარობით?!

ამხნევებთ თუ არა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში გადმოფენილი უკრაინის დროშები?! იღებენ თუ არა მსუყე შემოსავალს იმ ბიზნესიდან, რომელიც საქართველოში წამოიწყეს?! იციან თუ არა, როგორ ცხოვრობენ სხვა უკრაინელები ევროპის ქალაქებში კარვებსა და სახელდახელოდ მოწყობილ ლტოლვილთა ბანაკებში?!

რა წყევლაა ეს უმადურება?!
ჩვენი ლტოლვილები ვერ მიგვიხედია ღირსეულად, ბევრს დღემდე ჭერი ვერ მივეცით და ვერც მათი სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესეთ ამდენი წლის თავზე…

ამ დროს, მთელი ერი, ბერი და სახელმწიფო დავირაზმეთ
უკრაინელების დასახმარებლად, ალბათ იმიტომაც რომ საკუთარ თავზე გვაქ განცდილი ეს ტკივილი, ვიცით რას ნიშნავს, როცა შენს მშობლიურ სახლ-კარს და ოჯახის წევრებს იძულებით ტოვებ…

ჩვენზე დიდი თანამდგომი უკრაინას არ ჰყავს! კასიანოვს და ზელენსკის ეს ნამდვილად არ აინტერესებთ იმიტომ, რომ სზვა ბოროტი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ხალხმა ნამდვილად იცის, მათთვის რა უფრო ძვირფასია – ნახვეწარი და ძალით გადაცემული ტანკი თუ გულით გამოწვდილი დახმარების ხელი!
ასე რომ, ისე არ ქნას კასიანოვმა თავად დასჭირდეს საქართველოდან ევაკუაცია!”, – წერს შაქარიშვილი.

გაზიარება