“ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრის – დავით კაჭარავას “ფეისბუკის” სტატუსს აზიარებს.
“კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება, როგორც კი დარწმუნდება ჩვენს გულწრფელობასა და სიმართლეში და ვისაც დიდი ხანია, გულიც, სულიც და ნამუსიც გაყიდული და გადაგვარებული აქვს, მაგათი დამტირებლის ოხერი და მამაძაღლი….”, – წერს ბექა ოდიშარია.
ცნობისთვის: დავით კაჭარავამ გუშინ სოციალურ ქსელში “POLITICO-ს” სტატია გააზიარა, რომელშიც ეწერა, რომ ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს აიძულებს, გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. კაჭარავამ ასევე გააზიარა სტატია, სადაც კანადაში ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
დავით კაჭარავამ, სტატიების გაზიარებასთან ერთად, “ფეისბუკში” დაწერა, რომ კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვა დაიწყო, რაც საზოგადოებრივმა მოძრაობა “ხალხის ძალამ” პარლამენტში წარადგინა.
“კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვა დაიწყო!!! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ პასუხი!
ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს! 07/03/2023 – დასრულდა კოლექტიურ “ნაცებთან” კოჰაბიტაცია!!!
ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე – ისე, რომ კითხვაც არ დამისვა – რა ხდება, კაჭიო?”- წერს კაჭარავა.
