ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი არ პასუხობს კითხვას, რას ეყრდნობოდა მისი განცხადება, თითქოს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონი უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.
უკრაინის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიიდან გამოწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას კი ელჩმა დეგნანმა არ უპასუხა და განაცხადა: „ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, ეს შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას.
ეს არის, როგორც იცით, 12 რეკომენდაციის ნაწილი. ზოგადად, კანონმდებლობის ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოსა და სიტუაციას. სწორედ ამიტომ, აშშ ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას“, – თქვა ელჩმა.