„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის არაჯანსაღი დაინტერესების ხარისხი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა/ გამოწვევის საკითხზე კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან ფაქტია, ელჩი წინსწრებით საუბრობს ჯერარმომხდარ ფაქტებზე“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

“უკრაინამ გაიწვია უკან კანონი ვენეციის კომისიიდან”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

კითხვა პირველი – ამ საკითხის ირგვლივ თან მიკერძოების ამ ხარისხით რატომ არის ელჩი დაინტერესებული დეოლიგარქიზაციის კანონით?!

კითხვა მეორე- რატომ ასწრებს ამერიკის ელჩი მიმდინარე მოვლენებს და წინსწრებით რატომ ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია?!

ფაქტია, უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, იძებნება.
თუმცა, არ გამიკვირდება მისი ამ განცხადების შემდეგ აღნიშნული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან გაქრეს, რადგან ფაქტია, მიმდინარე პროცესები ქალბატონ კელი დეგნანთან წინსწრებით შეთანხმებულია.

ანუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის…
ყველაფერი დალაგდა, დასკვნები მარტივი გასაკეთებელია…“ – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გაზიარება