,,კეზერაშვილი, როდესაც იყო ხელისუფლებაში, მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს  წინააღმდეგ და დღესაც მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და როდესაც მას ხვდება კურტ ვოკლერი, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,” – ასე უპასუხა ,,ქართულიოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრას ეთერში დავით კეზერაშვილის და კურტ ვოლკერის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას.

,,ჩვენ გუნდს ეს არ უთქვამს , რომ ვოლკერი ამერიკის სახელით  აძლევს დავალებებს კეზერაშვილს, მაგრამ, თავისთავად ის რომ ვოლკერი ხვდება კეზერაშვილს, ცნობილ, კორუმპირებულ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომისთანავე შექმნა მილიარდიანი ბრუნვის კომპანია და ეს ფული იშოვა რის ხარჯზე? აყაჩაღებდა ბიზნეს და დააყაჩაღა ქართული ჯარი. ქართული ჯარი გაძარცვა, მას წაართვა ფული. ვოკლერი, რომ ხვდება კეზერაშვილს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შემაშფოთებელი. იმიტომ, რომ კეზერაშვილი კორუფციის სიმბოლოა. ეგეც შემაშფოთებელია. ეს ხომ ურთიერთობის შეფუთვაა, მაგრამ თავისთავად ესეც შემაშფოთებელია. უკრაინაში ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა ვოლკერი, ისიც ერთი ბიზნესმენის ნაძარცვი ფულით დაპატიჟა და ერთი ჯარისკაცის ნაძარცვი ფულით დაპატიჟა კეზერაშვილმა. ეს ხომ სირცხვილია? ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ამაზე მომავალშიც გავაკეთებთ კომენტარს.

ექსპერტებმა გააკეთეს შეფასებები, მაგრამ ჩვენ საჯარო სივრცეში ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ, თუ რაიმე გვაშფოთებს ამაზე ვსაუბრობთ კარს მიღმა. საჯაროდ არც გვისაუბრია და არც ვისაუბრებთ. მაგრამ, როდესაც რომელიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი ხვდება კეზერაშვილს, რომელიც არის კორუფციის სიმბოლო, ბიზნესის და ჯარის ძარცვის სიმბოლო და მას ხვდება კურტ ვოლკერი, შემაშფოთებელია არა მარტო ჩვენთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ ამაზე და საზოგადოების წარმომადგენლებიც. ამაზე აუცილებელია რეაქცია ჩვენი მხრიდან.

კეზერაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგალითად, 2008 წელს და დღესაც, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაა, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილს. 10 ათას აძლევს ხელფას ყოველთვიურად და 15 ათას დოლარი აძლევს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის, მისი „ენჯეოსთვის“.   წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას. კორუფციის სიმბოლო, აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას. ესეც ხომ სირცხვილია? აი, ყველაფერს თავი დავანებოთ, ესეც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. როდესაც, კეზერაშვილი აფინანსებს ცნობილ ტროიკას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაც, ესეც ხომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია? ეს ადამიანი, როდესაც იყო ხელისუფლებაში, მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს  წინააღმდეგ და დღესაც მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და როდესაც მას ხვდება კურტ ვოკლერი ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება