თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმაურება.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ჩანს, რომ დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ომისა და ღალატის პარტიის მეგობრებსა და საქართველოს მტრებს რადიკალური ოპოზიციის მომავალ ლიდერად ბიუჯეტის ქურდის, ოლიგარქ დავით კეზერაშვილის ნახვა სურთ.

„სწორედ ქართული ბიზნესის რეკეტში, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ხელგაწაფული, გაუნათლებელი და უინტელექტო კეზერაშვილია მისაღები მათთვის, ვისაც ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით დაბრუნება და შემდეგ საქართველოს რუსეთთან ცხელი ომის ფაზაში ჩართვა სურს (ჰიბრიდული ომი ახლაც მიმდინარეობს).

ამ პოლიტიკურ ძალებს მათი ერთგული და დასაყრდენი ფიგურა ბევრი ჰყავთ, როგორც ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო სექტორში. სწორედ ისინი არიან აქტიურად ჩართული ქართული სახელმწიფოს, დედა ეკლესიის, ქართული კულტურის და იდენტობის, ქართველი ბიზნესმენების (ვისთვისაც სამშობლო საქართველოა) წინააღმდეგ ყოველდღიურ, დაუნდობელ და სასტიკ ბრძოლაში. მიზანი ნათელია: ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება, სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება, ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის გზით რევოლუციის მოწყობა და სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება.

დღეს საზოგადოება ყველაზე კარგად გრძნობს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შედეგებს; ყველაზე კარგად არჩევს ქვეყნის მტერ და მოკეთე პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან; ყველაზე კარგად იცის, რა უნდა მისი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის და, დიახ, სწორედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით დავიცავთ სახელმწიფოში მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. დიახ, ამას გავაკეთებთ მტრების ჯინაზე, მათ ჯინაზე, ვისაც კეზერაშვილი საქართველოს მომავალი ჰგონია, სინამდვილეში კი საქართველოს წარსულია, სამარცხვინო წარსული!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ბოჟაძე.

გაზიარება