„ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ ჭაობში და უკვე ერთმანეთის მიმართ არაფერს აღარ იშურებენ (ეს იქნება ბინძური ჩანაწერები თუ სხვა რამ), მაგრამ ამ პოლიტიკურ ჭაობში რაც უფრო იაქტიურებენ, მით უფრო მალე მოხდება მათი ჩაძირვა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ და არა პოლიტიკისთვის.

„მან თქვა, რომ ამ პროცესში მისი პატრონია მერაბიშვილი. თუ ის პარტიის თავმჯდომარე გახდება, მმართველი მერაბიშვილი იქნება. როგორც ჩანს, ამ ფონზე, მუმლაძე „ისფედის“ როლს ასრულებს, – არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობს, რომ გაყალბებული იქნება. ამას იანვრის ბოლოს ვნახავთ, როცა არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება