„ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება და ზოგიც ვერ ითმენს ხაბეიშვილის განცხადებებზე. საინტერესოა, რომ მისივე თანამოაზრეები, რადიკალებიც და არარადიკალებიც, არ იჯერებენ მის მუქარას, უფრო მეტიც – ისედაც სახელი გვაქვს გატეხილი, სულ ნუ გავიბანძებთ თავსო, – ეუბნებიან“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„რევოლუცია უნდა მოვახდინოთო, გაფიცვები მოვაწყოთ და, თუ საჭიროა, ფიზიკურად ძალის გამოყენებით უნდა გამოვიხსნათ სააკაშვილიო.
არც უცხოელი ავის მოსურნეები უნდა იყვნენ კმაყოფილი, ასე ერთიანად უგვანოები როგორ არიან ოპოზიციაც და არასამთავროებიცო, – ფიქრობენ. ფიქრობენ და ვერ მოუფიქრებიათ, ვისზე დადონ, ბოლოს და ბოლოს, ფსონი…
ხელისუფლება კი აგრძელებს თავის საქმეს: მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეკონომიკაშიც წინსვლა აქვს, ევროპისკენ გეგმაზომიერად მიდის. ახლა, თუ ვინმეს ჰგონია, ხაბეიშვილი და მსგავსნი ყბედობიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, თავზე ხელს გადაუსვამენ, ძალიან ცდება. ასე რომ, სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ, დაშლის პირას და აგონიაში მყოფი “ნაციონალები” ათას რამეს იტყვიან. ისე, მათი ნათქვამი და საქმე როდის ემთხვევა ერთმანეთს?!“ – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.

გაზიარება