„ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“, – განაცხადა „პოსტივის“ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმიტომ იწუნებს მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ თავისივე ხაფანგში აღმოჩნდა.
„ეს ხომ მათი რეკომენდაცია იყო ევროსაბჭოსადმი, რომ ერთ ადამიანზე მორგებული ჩანაწერი გაჩენილიყო იმ 12 ხაფანგში და არა – რეკომენდაციაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ გადმოვიღეთ პრეცედენტული კანონი, რომლის მსგავსი მეორე კანონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომელიც თავიდანვე მოიწონეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა უკრაინაში. ვენეციის კომისიაზე აღარაფერს ვამბობ… ამ კანონის მოფიქრებით და ტექსტით მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამაყობდა. ახლა, უბრალოდ, საკუთარი ბელადის წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა ქართველიშვილმა.