„დეოლიგარქიზაციის ჟინით აცუნდრუკებული საქართველოს მტრები!  უფრო სწორად, ბიძინას „ოხთში“ ვერ ამოსული და საკუთარ ბოღმაში ჩამუჟუჟებული იდიოტები. და მაინც – რა უნდათ?  პირველ რიგში, საიდან მოიტანეს ეს ცნება – ოლიგარქი?  ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ! არა, რუსებისთვის არსებობს! ნემცოვი იჩემებდა, – ეს სიტყვა მე მოვიგონეო“, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.

„ოლიგარქია არსებობს. მცირე ჯგუფის მმართველობა. მაგრამ… ოლიგარქი რუსებისგან გადმოიღეს? კიდევ რა ისწავლეს რუსებისგან?

კიდევ რაში აპირებს ევროპა, რომ მიბაძოს რუსეთს?! ან იქნებ, აპირებს, რომ, სულაც, ჩაენაცვლოს რუსეთს?!

აი, სამაგიეროდ, ამერიკაში და ევროპაშიც სერიოზულად არის ფეხმოკიდებული კორპორატოკრატია! 

დიახ, კორპორაციების მხრიდან ქვეყნების პოლიტიკური მართვის ფორმა!

რომელი ერთი დავასახელო? ვთქვათ, ფარმაცევტული ბიზნეს კორპორაციები…

ფაიზერი!!!  გავაგრძელო? ვთქვათ – ბლუმბერგი!… მაიკლ ბლუმბერგი! არის თუ არა იგი ტიპური ოლიგარქი რუსების მიერ მოგონილი სტანდარტით?  არის! აბა, არ არის?!

მილიარდები, პოლიტიკური ამბიცია, პოლიტიკური კარიერული წარსული, საკუთარი მედიასაშუალებები, საინფორმაციო სივრცის სრული ფლობა.

ჯერ რეკომენდატორებმა თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობით განსაზღვრონ, რას ნიშნავს ოლიგარქი! კორპორატოკრატია! მერე გამოავლინონ საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკის მმართველი კორპორაციები, ასევე გამოავლინონ ოლიგარქები და მოახდინონ დეოლიგარქიზაცია! დეკორპორატოკრატიზაცია!

აი, ამის შემდეგ, საკუთარი მაგალითის ფონზე მოგვთხოვონ რეკომენდაციების შესრულება!

ახლა კი, გაყუჩდნენ და მათი მხრიდან განწირული უკრაინის გადარჩენაზე  იფიქრონ!

P.S. ეს დღეებია, სულ ვფიქრობ, რატომ და საიდან მოიტანა ივანიშვილმა 2030 წელი?

20-30…?  ჰოდა, ვისაც თვალში გეპატარავებათ, კი გაქვთ ეგ თვალები დაფსებული!…)))))… ADIOS!“ – წერს ხოფერია.

გაზიარება