მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი პატრიარქის იუბილის მილოცვებთან დაკავშირებულ ხათუნა სამნიძის “ფეისბუკ” პოსტს ეხმაურება.

მისი თქმით, სამნიძე გაღიზიანებას ვერ მალავს, როდესაც პატრიარქს იუბილეს მთელი ერი ულოცავს. მაშინ როდესაც, ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიაში საშობაო წირვას თავადაც დაესწრო და სოციალურ ქსელში ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

“ხათუნა სამნიძე გაღიზიანებას ვერ მალავს, როდესაც საქართველოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს მთელი ერი!

გესლს და ღვარძლს ანთხევს, არადა ამ დროს, თავად საშობაო წირვას ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიაში დაესწრო და არც ფოტოს გამოქვეყნებაზე უთქვამს უარი.

ხათუნა სამნიძე არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიმართ.
უი ხო, ამიტომაც აქვს 0% – იანი რეიტინგი”, – წერს მეგრელიშვილი “ფეისბუკში”.

გაზიარება