საზოგადოებრივი მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პარტია “ლელოს” უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება.

“ხაზარაძის “ლელო” კიევშია. აი კლასიკური მაგალითი, ვის უნდა ომით და უბედურებით ხეირის ნახვა. საკუთარ გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, მმართველი პარტიის ლიდერებს შევხვდითო. ერთი სიტყვა არ წერია მშვიდობაზე ან ომის შეწყვეტაზე, აი ფულზე და პროცენტებზე ბევრი ვილაპარაკეთო. ისეთი მხიარული ფოტო გამოაქვეყნეს ეტყობა, დაპირდნენ დიდძალი ამერიკული ფულიდან ცოტას შენც შეგახვედრებთო”, – აღნიშნავს შაქარიშვილი.

გაზიარება