„სიცრუეა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს [ამ კანონპროექტის მიხედვით] ვინმეს საქმიანობა შეიზღუდება. ეს არის აბსოლუტური, მტკნარი ტყუილი. კანონპროექტი, რომელიც არის პირველი მოსმენით მიღებული, პრინციპების დონეზე, არის ორიენტირებული გამჭვირვალობაზე”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

„გამჭვირვალობა გულისხმობს იმას, რომ სუბიექტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაფინანსება – 20% – ზე მეტი სხვა სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციის მხრიდან, ამას ასაჯაროებენ და ეს არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და, პრაქტიკულად, საჯარო. ეს არის ამ კანონის მიზანი.
როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა, თითქოს მათი სფერო იქნება ამით დაზარალებული და მათ სფეროს მოაკლდება რესურსები და ეს აღარ მისცემს მათ საშუალებას, წვდომა ჰქონდეთ რესურსებზე, ეს არის სრული სიცრუე.
თქვენ იცით, რომ ამერიკული კანონი, რომელიც იქნა ინიცირებული „ხალხის ძალის“ მხრიდან, იყო ინიცირებული მას შემდეგ, რაც მათ დაუპირისპირეს ეს ინიციატივა იმ “ფეიკ” კამპანიას, რომელიც წამოიწყეს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულმა მედია საშუალებებმა.
ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელიც არის აბსოლუტურად მარტივი კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და იქ არანაირი სანქციები არ არსებობს ამერიკული კანონისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ ორივე კანონი გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში და ერთი კანონი უკვე, პირველი მოსმენით არის განხილული და მეორე კანონი განხილვის გარეშეა გაგზავნილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება