უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის მიერ გაფორმებულ დოკუმენტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთ ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.