ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. საკითხების განხილვამდე, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა – ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ “ნაცმოძრაობა” საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება და ოპოზიციონერებს შეუძლიათ, ეს სათამაშოები შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ.

ამ ქმედებას ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

გაზიარება