“ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს – თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი – დროშას. ორივე კატეგორიულად მიუღებელია”, – ასე აფასებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.


“ფაქტია, რომ ხშირად, რადიკალური ოპოზიციისა და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან ხოლმე კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული აქტი იყოს სამართლებრივად უმკაცრესად პასუხგაცემული”, – აცხადებს იონათამიშვილი.

გაზიარება