„ხვალ დადგმა იქნება, რომ სააკაშვილს გული წაუვიდა, რათა უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს ხაჭაპურიძის დღევანდელი ნათქვამიდან, – რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და მაინც შეეცდება, პროცესს ჩაერთოს“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, – დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ, დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგ გაკეთდება შეფასებები, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.

„ოპოზიციის დღევანდელი განცხადებების 100% იყო ამ ერთიანი მესიჯბოქსის – მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი. საზოგადოებას შევახსენებ: სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვივარაუდეთ კიდეც, რომ, რადგან საქართველოში ვერ მოახერხეს სააკაშვილის თემით მანიპულირება, საზოგადოებას აღარ სჯერა, ევროპის სოციალური ქსელები… ტექსტიც ვნახეთ რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული, სააკაშვილის შესახებ. ეს არის სპეცოპერაცია. სამი დღეა, და მანამდეც იყო საუბარი, რომ კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული ადამიანს, რომელსაც საკვების მიღება უჭირს და ა.შ.

ვეღარაფერი უშველის ამ ძალას. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად და ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, ის, როგორმე, გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი პოლიტიკური ოპოზიცია, შეუძლებელია მათი გადამუშავება და ბუნებრივ პირობებს უნდა დაველოდოთ, რომ ნელ-ნელა, ეს მავნე და საშინელი ძალა გაილევა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება