ხვალ, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ხვალ საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა
