“კი, აუცილებლად დადგება და თან თუ საჭესთან წალენჯიხის მერი იქნება”, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ: “დადგება მომენტი, როდესაც წალენჯიხის ავტობუსი დაიძვრება თბილისისკენ და კიდევ ერთხელ დაბრუნდება უკან გამარჯვებული!”.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს პოლიციამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა. ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიმტვრა წალენჯიხის მერიის ბალანსზე არსებული ორი ავტომანქანა. ერთ-ერთი ავტომობილის დამტვრევის ფაქტი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ხარჩილავამ მის თანაშემწეს გადააბრალა.

გაზიარება