„უკრაინას ბრძოლის გაგრძელება მხოლოდ იქამდე შეუძლია, ვიდრე აშშ მას ფულითა და იარაღით ეხმარება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოცემა „Magyar Nemzet-თან“ ინტერვიუში.
“თუ აშშ-ს მშვიდობა სურს, მშვიდობა იქნება. ეს წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. უნგრეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევის საფრთხის წინაშე დადგა, ხოლო ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიჰყავს და იგი “პროუნგრულია”.
ჩვენი პასუხი კითხვაზე – ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით. უნგრეთი “მხარს უჭერს და ეხმარება უკრაინას”.
ჩვენ დაინტერესებულები ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენაში, და დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. თუმცა ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ რუსეთთან ყველა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის დათმობაში”, – აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის: აქამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დადგომას ყველაზე მეტად რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები შეუწყობდა ხელს.

გაზიარება