„ნაცმოძრაობისგან“ დარჩა ის, რაც დღეს ჩაატარეს. პერფორმანსების ჩატარების თავიც კი აღარ აქვთ. ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ასეთი მოცემულობა დავუშვათ, მათ შორის, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, რა დღეში ჩააგდებდნენ დღეს იუსტიციის მინისტრს, ალბათ, ყველას წარმოგვიდგენია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არ გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა, რათა იუსტიციის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და გაეკრიტიკებინათ.
„ერთადერთი მიზეზი, დასუსტებასთან ერთად, არის ის, რომ მათ რეალური სათქმელი, თუ არ მოიგონებენ ამბავს, იუსტიციის მინისტრისთვის (რომლის უწყებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ყველა პატიმარზე, მათ შორის მათ ბელად სააკაშვილზეც, რომელიც აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ პატიმარია, სიმულანტი აღმოჩნდა ამასობაში) კითხვები დაესვათ.
ახლა საუბრობენ მანდატების დატოვებაზე იმიტომ, რომ რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს სთხოვენ როგორც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გარედან თუ შიგნიდან მათი დავალების მიმცემები და, თავის გადარჩენის მიზნით, რომ მანდატები არ დატოვონ, ნაწილი მათგანი ამბობს, რომ, მოდით, ხომ არ ჯობს, შიმშილობა დავიწყოთ და არ დავტოვოთ მანდატები, გავუფრთხილდეთ მანდატებს და ხელფასს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაზიარება