“კლასიკაა აბსურდულობის!” – ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ჭიაბერაშვილი #1633 რეზოლუციას აფასებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციას სხვების რჩევით მოაწერეს ხელი, რის მიხედვითაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ.

ასევე, ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციას მას შემდეგ არ ექნებოდა ფასი, რაც ჰააგაში მოიგებდნენ პროცესს, თუმცა, “ნაციონალურ მოძრაობას” სასამართლოსთან არ უთანამშრომლია.

„რა ეჭვი?! ომის დანაშაულზე მოუწერეს ხელი. რის სალომე ზურაბიშვილი?! გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო მაშინ. ევროსაბჭოში ელჩი ვიყავიო და მოუსმინეთ, რას ლაპარაკობს. ეს არის ღალატის აღიარება!!!’’ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე იონათამიშვილი.

გაზიარება