„გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი და სხვა მსგავსი ჯიშის ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ. როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ ხოლმე“, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეკა კვესიტაძისა და გიგი უგულავას „ფეისბუკის“ სტატუსთან დაკავშირებით.

“კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობს, შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით. ხან სამი თვე იშიმშილა, ხან ტუბერკულოზი ჰქონდა, ხან ჭამდა, ხან ვერ ჭამდა, ხან რა მოიგონა და ხან – რა.

ფაქტი ერთია – ამდენი ხანი ვერც ერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. კონკრეტულად რა შეიძლება სჭირდეს ისეთი, რომ მისი უხმაუროდ მკურნალობა შეუძლებელია?! აი, ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და “ჟულიკი” ეგ თქვენი სააკაშვილი.

შეეგუეთ იმას, რომ ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა და პასუხისგება ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც მან ამ ქვეყანაში აკეთა. ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, ციხის ნაცვლად, მაღალი დონის კლინიკაში იხდის სასჯელს“, – აღნიშნავს გვიდიანი.

გაზიარება