“საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე თან საჯაროდ აცხადებდა ასოციაციის წევრებს ხუთი მილიონი მივეცითო და უმრავლესობას სამ თვეში ერთხელ კაპიკები ერიცხებოდა” – განაცხადა სააგენტო “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.

ევგენიძის თქმით, ასოციაცია 2011 წელს სწორედ იმიტომ დაფუძნდა, რომ ხელოვან ხალხს ცივილიზებული სახით მიეღოთ შემოსავალი საკუთარი შემოქმედებიდან.

“სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში, არც მე და არც სხვა ავტორებს არ აგვიღია ჩვენი შრომის არათუ პროპორციული, არამედ, მიახლოებული ჰონორარიც კი.
დრო გადიოდა, ჩვენ ვერც კი ვიგებდით, დროთა განმავლობაში, რომელი ავტორი თუ შემსრულებელი რამდენიმე თვეში რატომ იღებდა გარკვეულ თანხას, ხოლო ზოგ ავტორს, თვეების განმავლობაში, ერთი თეთრიც კი არ ერიცხებოდა”, – აღნიშნა ევგენიძემ.

გაზიარება