საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” პოსტს აქვეყნებს და აქციის მონაწილეთა ფოტოს ავრცელებს.
,,ტრაგედიაა, რომ ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა… ისე გაამარგინალეს ოპოზიციური სპექტრი,რომ აი ამ საცოდავებზე ახდენენ სწორებას დანარჩენი რადიკალი ოპოები… კომედია კი ის არის, რომ თავმჯდომარეობის მთელმა ტრიუმვირატმა(მელია,ხაბე,მუმლაძე), სულ ეს აქტივი შეკრიბა და ერთი ვიწრო ქუჩა,ძლივს გადაკეტეს… ბიჭოოო, სინდისი არ გაქვთ გავიგეთ და სირცხვილის გრძნობა სულ დაკარგეთ, ასე აპირებთ რევოლუციას და სააკაშვილის დახსნას? ვაი ამათ მიშას და ვუი მიშას პატრონებს იქ საზღვრებს მიღმა”,- წერს ქადაგიძე
