„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა. კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზე გავიდა. ევროპის ქვეყნებს შორის 21-ე ადგილზე და, კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, ჩვენი ქვეყანა მე-18 ადგილზეა“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და NATO-ს წევრ 13 სახელმწიფოს.

„ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის პერიოდში მივაღწიეთ. აქვე მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 30-ე ადგილზეა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გაზიარება