„მინდა, გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლებით, სიპებით, აიპებით, შპს-ებით, მათი ხელმძღვანელებით, რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კორუფცია არ იყოს დაშვებული და იყოს ამოძირკვული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

„მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, სჭირდება დახმარება, მზად ვარ, პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება