ბატონი ვარჰეი მთავარი ადამიანია, ხომ არ არის შემთხვევითი ვიღაც, მათ შორის არც ერთ-ერთი ევროპარლამენტარია, რომლებისგანაც საბედნიეროდ არც ისე ბევრი, მაგრამ რამდენიმე ერთეული ადამიანი ძალიან ნეგატიურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ჩვენზე. მთავარი ადამიანია, ვის უშუალო კომპეტენციაში შედის, მისი საზრუნავია ევროკავშირის გაფართოება. ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე, ამ საკითხშია კომისარი, ეს ადამიანი პოზიტიურად აფასებს ამ ქვეყნის ნაბიჯებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

„თქვენ წარმოიდგინეთ, კუბილიუსზე ენას თუ შევუბრუნებდით რომელიმე ჩვენგანი, ვიკადებდით და გავბედავდით, რაც არ უნდა  არაობიექტური ეთქვა ან ქალბატონ რასას, ან ფოტიგას, ან ნებისმიერს, ძალიან ცუდ რაღაცებს, სუბიექტურს, ქვეყნისთვის დამაზიანებელს რომ იტყოდა, მაშინ ეს იყო თავდასხმა და ახლა როდესაც ევროკომისარს მისი პოზიტიური განცხადებებიდან რამდენიმე წუთში შტურმით დაესხნენ თავს და პრაქტიკულად  რუსეთის აგენტი და რუსეთის საქმის მკეთებელი უწოდეს,  ეს არ ყოფილა თავდასხმა“, – განაცხადა  მდინარაძემ.

გაზიარება