„ძნელია, არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე, დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, – ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე – საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამონათვლაშია CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში.
„და თუ რომელიმე აშშ-ის ოფიციალური პირი შეეცდება, კურტ ვოლკერს გაემიჯნოს “ჩვენ რა შუაში ვართ” ფორმულირებით, ჩვენც ზრდილობიანად შევასწოროთ: “შუაში კი არა – თავში!”
უკრაინაში სამწლიანი მივლინება იმდენად დაუფასდა, რომ 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც მისი ამჟამინდელი საქმიანობის დაფინანსების “შენიღბვად” შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო თვით ამ საქმიანობაში – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული “ლიდერშიფის” უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე გავაგრძელოთ – თქვენ შეეცდებით, ჩვენ – გამხილებთ და გეგმებს ჩაგიშლით. A la guerre, comme a la guerre!“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.