„კუჭის დაპატარავების (რეზექცია) და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად“, – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
მისი თქმით, ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს, ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება.
ამასთან, როგორც ექსპერტი ექიმების შეფასებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ადამიანს ასეთი დიდი წონიდან საკუთარი ძალებითა და დიეტებით ნორმალურ წონაზე დაბრუნება ძალიან უჭირს.

გაზიარება