“კვაზიპატრიოტული განცხადებების უფლებას არავის მივცემთ! არავის მოგცემთ უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი და პარალელები გაავლოთ. პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ!” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, სიმართლე ვერ დაიმალება და „პროპაგანდისტული ბუშტი გასკდება“.
„ჩვენ გვახსოვს, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ადამიანების ნაწილი როგორ შეიყვანეთ პროპაგანდით შეცდომაში, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს. სიმართლე ვერ დაიმალა. აქაც ეს პროპაგანდაა, თითქოს, რუსული კანონია, თითქოს, ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხი ხომ ხედავს და დაინახავს? ამიტომ ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება. საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.