„კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი. გადავწყვიტეთ, ყველასთვის გასაგონად, ხმამაღლა გვეთქვა, რომ საქართველო არ არის მეორადი სახელმწიფო და ღიად გვესაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ სახიფათო იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ამ იდეამ გაამართლა და გაამყარა საქართველოში მშვიდობა“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით.

„კულისების პოლიტიკის გასაჯაროებით ხელი შევუშალეთ ომის სცენარში საქართველოს მონაწილეობას.

ჩვენ მიერ ნათქვამი სიმართლე ხშირად ყურს ჭრიდა ბევრს, მაგრამ ეფექტურად აზღვევდა რისკებს.

„ხალხის ძალა“ ახალი დაფუძნებულია და ჩვენ მთავარი მიზანი წინ გვაქვს – ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ახალი პოლიტიკა. ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

გაზიარება