“მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს აკრიტიკებს, რომლებიც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ გავიდნენ.

მისი თქმით, რიგაში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ორი ქართველი, 1 ჩეხი, 20-25 ლატვიელი და უკრაინელი იდგა.

ჟურნალისტისვე თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს მხარდასაჭერი ბანერები არ გააშლევინა, რადგან აქცია არასანქცირებული იყო.

“ერთმა ლატვიელმა 200 კილომეტრი გამოიარა რომ აქციაზე ჩამოსულიყო – ღრმა სოფლიდან. და მერე ბრუნდებოდა.
ძალიან ტეხავს!

ესე იგი ლატვიაში მცხოვრებმა არც ერთმა ქართველმა ან არაქართველმა არ ითავა პოლიციაში მისვლა განცხადებით წინასწარ.

აქაური თემი, რომელიც ალბათ არსებობს (10 წლის წინ არსებობდა), ალბათ დამოკიდებულია საელჩოზე საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებში, ხელი ხელს ბანს, მოკლედ.
ჰოდა ეგენი როგორ ითავებდნენ მიშას გამოსარჩლებას?!
არც საელჩოდან გამოსულა ვინმე”, – წერს გოგოტიშვილი “ფეისბუკში”.

გაზიარება