,,ყველაზე აგრესიული სპიკერი არის კუბილიუსი, რომელსაც არ ადარდებს ჩვენს ქვეყანაში არც მშვიდობა, არც სტაბილურობა. მას ადარდებს ერთადერთი რამ – დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიცია,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ კუბულიუსის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მნიშვნელოვანია, რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც მთავრობა შეაქო მშვიდობისა და სტაბილურობის გამო.
,,დღეს, გაცამტვერებული და გაფარჩაკებული ნაცმედიის ერთადერთი იმედი არის 3-4 ევროპარლამენტარი, რომლებიც, თავის დროზე, სააკაშვილთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული, არიან მათი ლობისტები და, სავარაუდოდ, არიან ვალში, ილაპარაკონ ის, რასაც ლაპარაკობენ. სულ ეს არის მოცემულობა.
მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს: არ მიაქციოთ ყურადღება კუბილიუსს და მის რამდენიმე თანამოაზრეს – მოისმინეთ, რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც შეაქო ჩვენი მთავრობა და ქვეყანა მშვიდობის, სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო!” – წერს ნიკოლეიშვილი.