„ქალბატონო რუბლოვნა, იქნებ, ჯერ შენ აიღო პასუხისმგებლობა? იქნებ, ჯერ შენ გვითხრა, რუსული ფული უფრო ტკბილია თუ კეზერას ფული? იქნებ, იმაზეც აგეღო პასუხისმგებლობა, პერფორმანსებს და აქციებს რომ ატარებ, ამით რამეს აკეთებ თუ უბრალოდ იმ ფულს „აპრავებ”, რომელსაც აქ სიტუაციის ასარევად გიგზავნიან. სხვის უბედურებაზე და ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერა რომ ძალიან ამორალურია საქართველოში, ამის პასუხისმგებლობასაც თუ აიღებ, ცუდი ნამდვილად არ იქნება!”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის: ელენე ხოშტარია ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კახა კალაძეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება