ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის – კურტ ვოლკერის შეხვედრის ფოტოს აზიარებს და წერს:

„რა არის ახლა ქვემოთ მოყვანილ სურათებში უჩვეულო ან გასაკვირი? კაცმა რომ თქვას, არაფერი, – ერთგან ორი ადამიანი მენიუს უყურებს, მეორე კი ქორწილის სურათია. რა არის ამ სურათებში ყველაზე ლამაზი? გეთანხმებით – თაიგული, დიახ – ყვავილების თაიგული! რაც შეეხება ადამიანების თაიგულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ძებნილი, ბრალდებული, „ნაცების“ და მათი ტელევიზიების დამფინანსებელი კეზერაშვილი, “კრიტიკული” მედიის “თვალსაჩინო” წარმომადგენელი ეკა კვესიტაძე და “ჩვენი ამერიკელი მეგობარი” კურტ ვოლკერი!

“კეზერა” და კვესიტაძე კი ვიცით, ვინც არიან, ვოლკერზე კი შეგახსენებთ: ეს ის “ყმაწვილია”, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს (განსხვავებით წინა ხელისუფლებისა), და საქართველოს ნატო-ში რომ “ექაჩება”, ოღონდ – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე! ჰოდა, ამ ფონზე და ამ სურათებში ყვავილების თაიგული რომ არის ყველაზე ლამაზი, რა გასაკვირია!“- წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ნიკოლეიშვილი.

გაზიარება