“ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ე.წ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს, ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა”,- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „tv პირველის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პარტნიორია.
ნიკოლეიშვილის თქმით, ეს არის კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება და უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანიაც დავით კეზერაშვილის დაკვეთა იყო.
„ახლა დაუფარავად ვიცით, ვინ იდგა ბინძური კამპანიის უკან, რომელიც ამ ვირთხის ხელით აწარმოეს უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ. კარგი დრო უდგათ ნაცებს, აღიარებები კვლავ იქნება!“ – წერს ნიკოლეიშვილი.