„მართალია, რუბლოვნა ხოშტარიას უტიფრობას საზღვარი არა აქვს, მაგრამ, მგონი, ასე ჯობს: მოეწყობა „კორუფციის გამოფენა“, რომლის ორგანიზატორები არიან რუსული რუბლით დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია და მისი თანამოაზრე, 0% -იანი ხელმოცარული პოლიტიკოსები. გამოფენის ბოლოს საზოგადოებას შევთავაზებთ უცნაურ პერფორმანსს (თუ “გირჩი ჯაფარა” იქნება, ხვდებით, ალბათ, რაც იქნება!)“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „დროას“ ლიდერის – ელენე ხოშტარიას მიერ ამავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით.
„და ბოლოს ერთად – ორგანიზატორებიც და დამსწრე საზოგადოებაც – ვიმღერებთ МГИМО-ის (Московский государственный институт международных отношений – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის) ჰიმნს. ჰიმნის ავტორი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სოლისტი – МГИМО-ის (Московский государственный институт международных отношений – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტის) წარჩინებული კურსდამთავრებული ლიაკა ხოშტარია“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.