„გახარიამ ხომ დაგვამახსოვრა თავისი უპრეცედენტო პოლიტიკური „კეთილსინდისიერებითა“ და „პატიოსნებით“, მისი პარტიის წევრებიც მაგალითს თავიანთი ლიდერიდან იღებენ, ფაქტია“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით.
„რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია თანამდებობაზე ყოფნისას, ერთი წლის განმავლობაში 14-ჯერ აიღო პრემია, ანუ, რომ დავაზუსტოთ, 12 თვეში თავის თავს 14 პრემია გამოუწერა. ეს სუბიექტი არათუ საკრებულოს თავმჯდომარის, არც ერთ თანამდებობას რომ არ უნდა იკავებდეს, ფაქტია. თუმცა, მის მოხსნა/გათავისუფლებას თუ როგორ აღიქვამენ ჯერ აქაური ოპოზიცია, თავისი ტელევიზიებითა და არასამთავრობოებით, შემდეგ კი – უცხოელი პოლიტიკანები, ესეც გასაგებია – პოლიტიკური ნიშნით დევნად! აი, ასეთ ფაქტს თუ ვინმე საზღვარგარეთ კრიმინალად არ აღიქვამს, ესეც აუცილებლად გვაცნობონ!“ – აღნიშნავს ექსპერტი.