ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით წერს.
„ის, რაც იკადრა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ გახარიას პარტიიდან (თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება)… მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ თანამდებობაზე დარჩეს! ამას თუ დავუმატებთ მის უუნარობას – 0 ინიციატივა და 12 თვეში 14-ჯერ აღებული პრემია, ცალსახაა, რომ მას აღნიშნულ თანამდებობაზე დღეები აქვს დარჩენილი!“ – წერს ექსპერტი.